logo_geo
eng_logo
ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარში
- +

21 ნოემბერი. 2016. 20:02



2016 წლის 20 ნოემბერს ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარში, რომელიც დუბლინში ყოველწლიურად იმართება დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით.


ღონისძიებაზე საქართველოს საელჩომ წარმოადგინა ქართული კუთხე, ღვინითა და ტრადიციული ქართული საახალწლო ტკბილეულით, რომელიც დუბლინში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის „ლამპარი" მოსწავლეებმა საგანგებოდ საქველმოქმედო ბაზრისათვის დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ ქართული კუთხე დუბლინის ლორდ-მერმა ბრენდან ქარმა და ირლანდიის პირველმა ლედიმ საბინა ჰიგინსმა მოინახულეს.


ღონისძიების ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა დუბლინში მოქმედმა ბავშვთა სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies".


აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო საქველმოქმედო ბაზარში უკვე მეორე წელიწადია მონაწილეობს და ქართული კუთხე ირლანდიელი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონებით სარგებლობს.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner