სოციალური ქსელის მომხმარებელი ლეკა მენაბდიშვილი facebook-ზე სტატუსს და ვიდეოს აქვეყნებს:
„ერთ-ერთი გამორჩეული საქმე, იმ საქმეებიდან რომელსაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის" პროექტია, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა", - წერს მენაბდიშვილი.