logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი ადასტურებს, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირში შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევისთანავე ამოქმედდება
- +

21 ნოემბერი. 2016. 22:44



უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ უვიზო რეჟიმი ევროკავშირში შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევისთანავე ამოქმედდება.  ანგელა მერკელმა პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მხარეებმა ასევე უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის მზადების საკითხი განიხილეს. სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.


ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ამდინისტრაციის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ და ანგელა მერკელმა ნორმანდიულ ფორმატში მოლაპრაკებებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ „ნორმანდიული ოთხეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართება.


ევროკავშირის მუდმივ წარმომდგენელთა კომიტეტმა (COREPER) 17 ნოემბერს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტთან უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებას. ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსგავსად, უკრაინის ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.














 

right_banner right_banner
არქივი
right_banner