იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში, „რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოში მიმდინარე დავის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ბესელიამ განაცხადა, დავის პროცესში ხელისუფლება არ ჩარეულა და არც ჩაერევა.
„ეს დავა დღეს არ დაწყებულა. ქიბარ ხალვაშმა ზურაბ ადეიშვილს 2007 წელს საჩივრით მიმართა, სადაც ყვებოდა იმ სქემების შესახებ, რითაც ტელეკომპანია წაართვეს. მე ამ საჩივრის ასლი შენახული მაქვს. პროცესს ერთ-ერთი მხარე წააგებს, მაგრამ რომელი მხარეც არ უნდა დამარცხდეს, ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები ყველა შემთხვევაში გამოითქმება. მესაკუთრე ვინც არ უნდა იყოს, ხელისუფლება ტელევიზიის საქმიანობაში არ ჩაერევა. ჩვენი პასუხისმგებლობა თავისუფალი მედიაგარემოს შექმნა და ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობაა, რაც უზრუნველყოფილი იქნება. ვხედავთ, რომ ბატონი გვარამია რევოლუციური სცენარის მზადებიდან ვერ გამოვიდა და მის მოწოდებებზე საზოგადოების ემოციური შეკრება არ ხდება. ტელევიზიაში შევარდნას და იქედან ვინმეს გამოძევებას არავინ არ აპირებს. ეს საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.