logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდი ძალიან ძლიერია
- +

22 ნოემბერი. 2016. 02:32



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა „მთავარში" ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის პირობებში ეკონომიკის უკეთესი განვითარება შესაძლებელია. პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის  ეკონომიკური გუნდი ძალიან ძლიერია.


„ახლა ძალიან სერიოზული და საინტერესო ეტაპზე ვართ. მოდით შევხედოთ არსებულ მთავრობას, რომელსაც რამდენიმე დღეში პარლამენტი დაამტკიცებს. მათ გააჩნიათ ახლახანს განახლებული ძლიერი პოლიტიკური მანდატი, ძალიან ძლიერი საკონსტიტუციო უმრავლესობის თვალსაზრისით. ასევე, არსებული პოლიტიკური გუნდი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი, გამომდინარე მისი ბიოგრაფიიდან და იმ ცოდნიდან, რომელშიც ის განსაკუთრებით კომპეტენტურია, ეს არის ეკონომიკური მიმართულება, მისი ეკონომიკური გუნდი ძლიერია. ასევე, მნიშვნელოვანია ბიზნეს საზოგადოების მხარდაჭერა, - ეს ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. მე ვიცი, რომ მათ რწმენა და მხარდაჭერა აქვთ კვირიკაშვილის. მნიშვნელოვანია მთავრობის თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან. თუ აქამდე იყო გადაბრალება და საუბრები ეროვნულ ბანკზე, ახლა ეს სხვაგვარადაა. ასე რომ, თუ რაიმე წინაპირობა შესაძლებელია იყოს ეკონომიკის უკეთესი განვითარებისათვის, რომელსაც ხელს შეუწყობს მთავრობა, დღეს ყველა ასეთი წინაპირობა უზრუნველყოფილია. ახლა არის აქტიური ნაბიჯების გადადგმის დრო",- განაცხადა პრეზიდენტმა.















 

right_banner right_banner
არქივი
right_banner