logo_geo
eng_logo
შსს-ს გენერალური ინსპექცია კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების წევრი გახდა
- +

22 ნოემბერი. 2016. 10:50



შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა  ლატვიაში, ქალაქ რიგაში, კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების (EPAC) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.



კონფერენციაზე საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის EPAC-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართა. დამსწრე წევრებმა აღნიშნულ ორგანიზაციაში გენერალური ინსპექციის გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.



საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის EPAC-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ანგარიშვალდებულების, საზედამხედველო ფუნქციების გაზრდის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ეფექტური საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად.



EPAC-ი 2004 წელს დაარსდა. იგი დამოუკიდებელ, არაფორმალურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და საპოლიციო საქმიანობაზე ზედამხედველობის 60-ზე მეტ სამსახურს აერთიანებს. გაერთიანების წევრები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ერთობლივი სტრატეგიებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების შექმნაზე მუშაობენ. EPAC-ი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს სისტემატურად მართავს და ყოველწლიურ კონფერენციას ატარებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner