logo_geo
eng_logo
საზოგადოების ნაწილი „დედა ენის ბაღიდან“ ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული მონუმენტის აღებას ითხოვს
- +

22 ნოემბერი. 2016. 11:00



ჟურნალისტი გიორგი გიგაური პეტიციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოების ნაწილი „დედა ენის ბაღში" მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული მონუმენტის დადგმას აპროტესტებს და თბილისის მერიას მისი დემონტაჟისკენ მოუწოდებს.



ჩვენ, დედა-თბილისის მოქალაქეები და ქართული საზოგადობის წარმომადგენლები, უკიდურესად შეურაცხყოფილები ვართ და ვაცხადებთ მძაფრ პროტესტს, დედაქალაქის მერიის დაფინანსებითა და თბილისელებთან და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე, თბილისში, დედა ენის  ბაღში", საზოგადოებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა და მენტალიტეტის, თუმც კი, ნიჭიერი მომღერლის - ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის გახსნის გამო!

 

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, უმოკლეს დროში მოახდინოს აღნიშნული ძეგლის დემონტაჟი და გამოაცხადოს კონკურსი, დედა ენის ბაღში", ყველა პატრიოტი ქართველისათვის სათაყვანებელი - იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი ძეგლის აღმართვის მიზნით..." - აღნიშნულია პეტიციაში, თუმცა ვინ აწერს ხელს აღნიშნულ პეტიციას, დაკონკრეტებული არ არის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner