„არანაირი ტელევიზიის დირექტორობაზე პრეტენზიას არ განვაცხადებ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, იგი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორობისთვის ბრძოლას აპირებს.
„არც პოლიტიკაში არ წავალ, პრესკონფერენციას და ბრიფინგს, რა თქმა უნდა, არცერთ თემაზე დილაუთენია არ ვაპირებ და... ის, რომ ტელვიზიის დირექტორთან ერთად სხვებიც უნდა გადადგნენ იმიტომ, რომ აქსიომური წესით ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, ეს ვთქვი უკვე დღეს, მე მგონი და... ძალიან გთხოვთ, თქვენი მუხლების ჭირიმე, ხვალ დილით რვა საათზე ნუ გამაღვიძებთ, რააა, თან გრიპი მაქვს და სიცხეც 39..." - წერს გიორგი ფოფხაძე.