„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილ პროცესებს გამოეხმაურა.
„რუსთავი 2" ხელიდან ხელში გადადიოდა, წლებია. ეს არახალი ამბავია. ენას ძვალი არ აქვს. ამბობენ, პროცესები ისე იმართება, როგორც ხელისუფლების ინტერესებშიაო. ასე, რუსეთის ინტერესებში იყო, ტრამპს გაემარჯვა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპის გამარჯვებაში რუსეთის ხელი ურევია? დღეს გამადიდებელი ლუპით უყურებს ამ პროცესებს აშშ, ევროპა და ვერავითარი სადავო, ამ პროცესებში, მათ ვერ ნახეს. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მდიდარი ფანტაზია აქვთ და ყველაფრის თქმა შეიძლება. იან კელის განცხადება გავიხსენოთ - მოსამართლეებზე ის რიტორიკა და განცხადებები, რომელიც კეთდება, დაუშვებელია. ეს არის იან კელის განცხადება და მოსამართლეები დღეს „რუსთავი 2"-ის ზეწოლის ქვეშ არიან", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.