„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერს:
„უკრაინელი პოლიტიკოსებისგან კარგა ხანია მესმის მსგავსი ამბების შესახებ. საქართველოსთვის სასარგებლო ინფორმაციას ვერ ანდობდნენ საელჩოს და მე მთხოვეს ჩასვლა ამ ზაფხულს. „ოცნებამ" ზალკალიანს უნდა მოჰკითხოს ალბათ - მისი გადაწყვეტილება იყო 2013-ში. სხვა კანდიდატებს უთხრა, ივანიშვილმა დაგბლოკათო", - წერს გოგავა.