ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლი, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობაა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.