logo_geo
eng_logo
თურქეთში სამსახურიდან 15 ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს
- +

22 ნოემბერი. 2016. 12:20



თურქეთის ხელისუფლებამ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში სამსახურიდან კიდევ 15 ათასი საჯარო მოხელე გაათავისუფლა. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის  2000-მდე სამხედრო, 7,5 ათასი პოლიციელი, 500 ჟანდარმი და სხვა უწყებების 5000-მდე თანამშრომელია.


ამგვარად, არშემდგარი ამბოხის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილ და უფლებამოსილებაშეჩერებულ პირთა საერთო რაოდნეობამ 110 ათასს გადააჭარბა.



დაკავებულებსა და სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს ანკარა აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner