„20:00 საათზე „მოამბეს" ვუყურე. განსაკუთრებით საინტერესო იყო პირველი სიუჟეტი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი წერს. ყანდიაშვილი აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, იგი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორობისთვის იბრძოლებს, თითქმის ყველა ტელევიზია დაუკავშირდა, „საზმაუ"-ს გარდა.
„ისე, თითქმის ყველა სააგენტო, რადიო, გაზეთი და ტელევიზია დამიკავშირდა, ყველა - გარდა „საზოგადოებრივი მაუწყებლისა".
P.S. ისევ ვფიქრობ..." - წერს კოკა ყანდიაშვილი.
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა:
ია გოგოსაშვილი: კოკას კანდიდატურას ორივე ხელით ვუჭერ მხარს!
ნიკოლოზ მჟავანაძე: კარგი იქნება თუ თქვენ ჩაუდგებით „პირველ არხს" სათავეში.