საქართველოს კულტურის პალატა წარმოგიდგენთ: 17 დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოს კულტურის პალატის ახალი პროექტის - „გაუფრთხილდი ისტორიას" ფარგლებში, გაიმართება გივი ბერიკაშვილის და კახი კავსაძის საღამო. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ავრცელებს.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია „იმედი" და რადიო „იმედი".