ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ახმეტის რაიონის სოფელ შახვეტილაში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებლის ფოტოს აქვეყნებს და აქვე მათზე ინფორმაციას ავრცელებს. უძილაურის თქმით, სოციალურმა აგენტმა ოჯახს 99650 ქულა დაუწერა.
„ახმეტა, სოფელი შახვეტილა, ჩეკურიშვილების ოჯახი, უმუშევრები. კაცს გულის ქრონიკული უკმარისობა აქვს და ფილტვი გაჩერებული... 99650 ქულა დაუწერა სოციალურმა აგენტმა. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით ირჩევიან სოცაგენტები", - წერს უძილაური.