logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: 99650 ქულა - საინტერესოა, რა კრიტერიუმებით ირჩევიან სოცაგენტები...
- +

22 ნოემბერი. 2016. 13:23



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ახმეტის რაიონის სოფელ შახვეტილაში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებლის ფოტოს აქვეყნებს და აქვე მათზე ინფორმაციას ავრცელებს. უძილაურის თქმით, სოციალურმა აგენტმა ოჯახს 99650 ქულა დაუწერა.


„ახმეტა, სოფელი შახვეტილა, ჩეკურიშვილების ოჯახი, უმუშევრები. კაცს გულის ქრონიკული უკმარისობა აქვს და ფილტვი გაჩერებული... 99650 ქულა დაუწერა სოციალურმა აგენტმა. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით ირჩევიან სოცაგენტები", - წერს უძილაური.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner