გია დგებუაძე, იგივე „მასტერა", სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში რჩება.
პროცესზე სასამართლომ მისთვის აღკვეთის შეცვლის საკითხზე იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უცვლელად დატოვა.
პროცესზე დაცვის მხარის მოწმე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროს ინსპექტორი დავით ქოქიაშვილი დაიკითხა.
დავით ქოქიაშვილმა განაცხადა, რომ ის ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ავტომანქანაში იმყოფებოდა, როდესაც სროლების ხმა გაიგო, ხოლო რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდნენ. კითხვაზე - ჰქონდათ თუ არა გია დგებუაძეს და დათა ახალაიას იარაღი, მოწმემ განაცხადა, რომ ახალაიას იარაღი ჰქონდა, დგებუაძეს კი - არა.
დავით ქოქიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას ადგილზე ვინმე უცხო პირი არ უნახავს, მათ შორის, არც ტრისტან წითელაშვილი.