logo_geo
eng_logo
არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას 24 ნოემბერს გაავრცელებს
- +

22 ნოემბერი. 2016. 13:49



„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ინდივიდუალურ რეჟიმში არჩევნები შეაფასა და არაერთი დამადასტურებელი საბუთი წარმოადგინა ამ არჩევნების გაყალების", - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას 24 ნოემბერს გაავრცელებს.


„პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა, რადგან გარკვეული პოზიციების შეჯერება იყო საჭირო. ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ნაწილი ითხოვდა პროცესის გაცილებით რადიკალურად შეფასებას, პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას.


„დემოკრატიული მოძრაობისთვის" ამ მოლაპარაკების დროს მთავარი იყო ერთი, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია შეჯერებულიყო ერთ კონკრეტულ განცხადებაზე", - აღნიშნა ახვლედიანმა.


რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას, ახვლედიანის თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი ფაქტების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საუბარია ყველა იმ ტექნოლოგიაზე, რომელიც გამოყენებული იყო ტოტალური გაყალბებისთვის.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner