logo_geo
eng_logo
ლაშა მესხი: მოულოდნელი და ნაჩქარევი - ადგა და წავიდა...
- +

22 ნოემბერი. 2016. 13:58



ჟურნალისტი ლაშა მესხი გიორგი ბარათაშვილის მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის პოსტის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:


„მოულოდნელი და ნაჩქარევი. ალბათ, ეს 2 ეპითეტი ეკუთვნის გიორგი ბარათაშვილს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მან სისრულეში მოიყვანა. ადგა და წავიდა. წავიდა იმ ფონზე, როცა მაუწყებელში სტრუქტურული რეორგანიზაცია ცხელ ფაზაში გადადის და თანამშრომელთა ნაწილის ბედი ბეწვის ხიდზე გაივლის, წავიდა მაშინ, როცა დღე-დღეზე ახალი ინტეგრირებული „ნიუსრუმის" მშენებლობა, ტელევიზიის გვერდით, სტადიონზე უნდა დაწყებულიყო, წავიდა მაშინ, როცა უამრავ ვალდებულებასთან ერთად პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულებისა და თანამშრომელთა ხელფასების საკითხი რანჟირებით უნდა გადაეწყვიტა, წავიდა მაშინ, როცა, როგორც თავად ამბობდა, ტელევიზია „ჰყვაოდა"... Anyway წარმატებები ბატონ გიორგის დასახულ მიზნებსა და შემოთავაზებებში.

 

„ტელევიზიის რენესანსისას", გარდა რეალურად პოზიტიურად გადადგმული რამდენიმე ნაბიჯისა, ბევრი შეცდომაც იყო. ყველაზე მთავარმა შეცდომამ კი მაისში იჩინა თავი, როცა ჩვენ ჩვენი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოვედით. ვფიქრობ, აწ უკვე წინა მენეჯმენტის პირობებში დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული. არ შეიძლება, ბარათაშვილი იყოს ტელევიზიის ნომერ პირველი პრობლემა და მასზე გადატყდეს ყველა ჯოხი. იმის ილუზიაც არავის აქვს, რომ ერთი კაცის წასვლა-მოსვლით რამე გამოსწორდება. უნდა მოხდეს ხელმძღვანელობის საქმიანობისა და არსებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის სრული გადახედვა. ვინც არ უნდა იყოს მორიგი ხელმძღვანელი, იქ, სადაც მოდის, მოსალოცად ნამდვილად არ აქვს საქმე", - წერს ლაშა მესხი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner