logo_geo
eng_logo
„მოვუწოდებთ იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

22 ნოემბერი. 2016. 14:00



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, ქალაქ ტოკიოში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+81 70) 31805601.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

 

„მოვუწოდებთ იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.

 

იაპონიაში მიწისძვრა 22 ნოემბერს 05:59 საათზე დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი ფუკუშიმას პრეფექტურა იყო და მისმა სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner