„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო!!! დღეს მე და ბ-ნმა როინ მიგრიაულმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შევიტანეთ. კანონპროექტის მიხედვით: ყაჩაღ კომპანია „სითი პარკს" აღარ ექნება უფლება, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს მოქალაქეთა ავტომობილები, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ სახელმწიფო / ადმინისტრაციული ორგანოების მიერ იქნება შესაძლებელი. იმედია, საქართველოს პარლამენტი დადგება საქართველოს მოქალაქეების გვერდით და მხარს დაუჭერს ჩვენს კანონპროექტს", - წერს ზვიად ტომარაძე.