logo_geo
eng_logo
დონალად ტრამპი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს
- +

22 ნოემბერი. 2016. 14:11



აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალად ტრამპმა საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა და ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელსაც თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ განახორციელებს.



ტრამპის განცხადებით, პირველ რიგში, ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის პროცედურას დაიწყებს.



ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა აშშ-სთვის პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტი სამართლიანი, ორმხრივი შეთანხმებების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ამერიკაში სამუშაო ადგილებსა და მრეწველობას დააბრუნებს.



ამასთან, ტრამპის განცხადებით, მნიშვნელოვანი საკითხია კიბერთავდასხმები. მისი თქმით, სპეცსამსახურებს სხვადსახვა ფორმის თავადასხმის აღკვეთას დაავალებს.


ამასთან, ტრამპმა სავიზო რეჟიმის დარღვევის ყველა შემთხვევის გამოძიების პირობა დადო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner