„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში მე-9 მოწვევის პარლამენტში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მუშაობას აფასებს.
„ერთი რამე შევამჩნიე, „ნაციონალები" მთელი სხდომის განმავლობაში ჩუმ-ჩუმად აპარებდნენ თვალს. ნაციონალები სადაც სხედან, ეგ არის ოპოზიციური ფლანგი. ჩვენ ოპოზიცია ვართ და ამ ფლანგზე მოგვიხდება დაჯდომა. დათვს ნიორი სძულდა და ცხვირიდან ამოსდიოდაო, ასე მოგვივიდა „პატრიოტთა ალიანსს", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.