logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: მომავალ ფრანგულ საპრეზიდენტო არჩევნებში „სოციალისტების“ ბედი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია
- +

22 ნოემბერი. 2016. 14:18



ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:



დღევანდელმა სატელევიზიო პრაიმერმა, რომელიც საფრანგეთი მემარჯვენე რესპუბლიკურმა პარტიამ (რომელსაც ფრანგები სარკოზის პარტიად" მოიხსენიებენ) თავად პარტიის ლიდერი ნიკოლა სარკოზი არჩევნებს მიღმა დატოვა და მემარჯვენე ცენტრისტებს ორი გამოკვეთილი ლიდერი, ორივე ძველი გვარდიის და ორივე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი და ალან ჟუპე დაუკანონა ოფიციალურ კანდიდატებად. აქედან ფრანგების სიმპათია უფრო ტექნოკრატი ფრანსუა ფიონისკენ იხრება, ვიდრე პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი და ყველაზე რთულ ლაბირინთებში უშეცდომოდ გასული ალან ჟუპესკენ. თუმცა ფიონის ან ჟუპეს გამარჯვების შემთხვევაში დე-ფაქტო პრეზიდენტი" ისევ პატარა ნიკოლა" იქნება, ხოლო ფიონი ან ჟუპე კულუარებიდან კარგად მართული პოლიტკარიკატურები"... ამასთანავე მომავალ ფრანგულ საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტების" ბედი პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, რადგან ახლანდელმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა იმაზე მეტის გაფუჭება შეძლო ქვეყნის ეკონომიკაში, ვიდრე ადამიანის ფანტაზია წარმოიდგენს და როგორც ფრანგები ამბობენ, მომავალ ოც წელიწადში ვარდოსნები" (სოცპარტიის სიმბოლო) პოლიტიკურ ჰორიზონტზეც ვერ გამოჩდებიან. ძირითადი ჯახი" 2017 წლის ზაფხულზე, მემარჯვენე ცენტრისტებსა და ულტრამემარჯვენე ნაციონალურ ფრონტს" შორის გაიმართება და ეს პოლიტიკური ბატალია შეიძლება რაგბის შერკინებას შევადაროთ, სადაც ის გუნდი იმარჯვებს, ვისი წონაც საერთო ჯამში მოწინააღმდეგისას ბევრად აღემატება. საოცარი ისაა, რომ ფიონის, ჟუპეს და თავად სარკოზის პოლიტიკურ წონას დღეს ულტრამემარჯვენეთა" ლიდერის მარინ ლე პენის პოპულარობაც და პოლიტიკური კილოგრამებიც ბევრად აღემატება, თუმცა არჩევნების მეორე ტურში, მემარჯვენე ცენტრისტებმა შესაძლებელია, სოციალისტები დაიყენონ გვერდით და დეიდა მარინის" რეიტინგები და პოლიტიკური წონა-უწონობები გაანულონ. თუ წინასაარჩევნო განწყობებს გადავავლებთ თვალს, გამარჯვების შანსი დიდი ალბათობით ფრანსუა ფიონს გააჩნია. თუკი სასწაული არ მოხდა და სოციალისტებმა უარი არ უთხრეს პოლიტიკურ ქორწინებაზე პატარა ნიკოლას" დიდ პოლიტიკურ ფავორიტებს და ქვეყნის სათავეში Blue Marine" არ ვიხილეთ.

რამდენად შეძლებენ მემარჯვენე ან ულტრამემარჯვენეები ფრანგული ეკონომიკური სტაგნაციისთვის ახალი სისხლის გადასხმას, ამის პროგნოზირება ჯერჯერობით ყავის ნალექზე" მკითხაობას ჰგავს, თუმცა ერთი რამე დღესავით ნათელია... მემარჯვენე ცენტრისტი ფრანსუა ფიონიც და ულატრამემარჯვენე მარინ ლე პენიც, პუტინის რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს დაამყარებენ და სამწუხაროდ, ევროსკეპტიციზმის განვითარებას შეუწყობენ ხელს, თუ საერთოდ ფრანგული ბექსიტი" არ შემოგვთავაზეს. აღსანიშნავია, რომ ფიონიც და მარინიც ვლადიმ ვლადიმრის ძესთან" მხოლოდ შენობითი" ფორმით საუბრობენ, ისევე როგორც ნიკოლა სარკოზი და არც მალავენ, რომ, გამარვების შემთხვევაში ევროკავშირის სანქციებს ცუდ მოგონებად" აქცევენ რუსეთის მოკლეტანიან ლიდერისთვის".

როცა ამ ტექსტს ვაჩხაკუნებდი ჩემს მათუზალას ხნოვანების" კომპიუტერზე, მოგონებაში ამოტივტივდა ერთი მომენტი ფიონ-პუტინის მეგობრობიდან... როდესაც ფრანსუა ფიონს დედა გარდაეცვალა, ვლადიმ პუტინმა საფრანგეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს 1921 წელს გამოშვებული უძვირესი ღვინო გამოუგზავნა საჩუქრად, ნიშნად მეგობრული სამძიმრისა და ფიონის დედის დაბადების თარიღისა. სწორედ ფრანსუა ფიონი იყო ის კაცი, რომელმაც კბილებით გამოგლიჯა იმდროინდელ ფრანგ პარლამეტარებს ვერტმფრენმზიდი მისტრალის" რუსეთისათვის გადაცემის კონტრაქტის მწვანე შუქი"... მარინ ლე პენზ კი საუბარიც არ ღირს.. მას ხომ რუსეთის ტანმორჩილმა დიქტატორმა ცხრამილიონიანი ევროს კრედიტი ფაქტიურად აჩუქა?" - წერს ფოფხაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner