logo_geo
eng_logo
როდის დასტაბილურდება ლარის კურსი? - ემზარ ჯგერენაიას განმარტება
- +

22 ნოემბერი. 2016. 14:57



„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ლარი საახალწლო პერიოდში გამყარდება.  

 

„10-15 დეკემბრისთვის, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, ლარზე სერიოზული მოთხოვნა გაჩნდება. ამ პერიოდისთვის ხელფასები უნდა დარიგდეს, წლიური გადასახადები უნდა დაიფაროს და აქედან გამომდინარე, ლარი საჭირო და მოთხოვნადი გახდება.

 

15 იანვრამდე ეროვნული ვალუტა მეტნაკლებად მყარ პოზიციაში იქნება. თებერვლის თვიდან კი, როდესაც ბიზნესის ე.წ. მიძინებული პერიოდი გაიღვიძებს, არვიცი რა მოხდება. საახალწლოდ, ლარის გამყარებას გადმორიცხვების რაოდენობის გაზრდაც შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner