logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი იუბილარია...
- +

18 თებერვალი. 2016. 00:09


საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბიძინა ივანიშვილი დღეს იუბილარია, მას 60 წელი შეუსრულდა.


ბიძინა ივანიშვილი საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში 1956 წლის 18 თებერვალის დაიბადა.  მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატის მემაღაროე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა".


მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.


1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში. 1990 წლისთვის ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსკრედიტი".


2012 წლის 21 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ჩამოაყალიბა თავის ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებთან: საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი. მოგვიანებით, კოალიციას შეუერთდა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს". ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.


2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა და მიიღო 85 მანდატი 150-დან. არჩევნების შემდეგ ივანიშვილს ხელახლა მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner