logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა
- +

22 ნოემბერი. 2016. 15:51



საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა. ღონისძიებაში, რომელიც „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის" ინიციატივით დაიგეგმა, სხვადასხვა უნივერსიტეტის 90-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე სტუდენტებს  პროკურატურის სისტემის, პროკურორის საქმიანობის, პროკურატურის პროექტებისა და სტაჟირების სისტემის შესახებ ესაუბრა. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გამოძიების და საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე პროკურორის როლსა და ფუნქციების შესახებ.


საქართველოს პროკურატურა მუდმივად თანამშრომლობს „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან" და აქტიურად ერთვება ყველა იმ პროექტში, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner