საქართველოში გოგოების ე.წ წინადაცვეთა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, ამ თემაზე მისი უწყება და პარლამენტი აქტიურად იმუშავებს.
წულუკიანის თქმით, ბოლო 4 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში ასაყვანად და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
„ეს პროცესი უნდა დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციით, რომლის ხელმოწერის პატივიც მე მქონდა 2 წლის წინ, მაგრამ რატიფიკაცია უკვე იმედი მაქვს ახალი პარლამენტის ფარგლებშ მოხდება. სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენიტალიების დამახინჯებას, სადაც იქნება ცალკე მუხლი, თუ კი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რომ ე.წ. გოგოების წინა დაცვეთა გახდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.