logo_geo
eng_logo
საქართველოს ბანკის და“Welcome to Georgia“-ს თანამშრომლობით ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობა გაიმართება
- +

22 ნოემბერი. 2016. 16:59



თბილისი, 22 ნოემბერი, 2016 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობის "Welcome to Georgia"-ს ოფიციალური მხარდამჭერია, რომელიც 2 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში"  გაიმართება. საქართველოს ბანკი, ნომინაციაში "ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით" გამარჯვებულს, ფულადი პრიზით და ერთი წლის განმავლობაში უფასო საოპერაციო პროდუქტებით დააჯილდოვებს. აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.


"Welcome to Georgia"-ს პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო,  რეგისტრაცია კი 2016 წლის 15 ივნისიდან 20 სექტემბრამდე, პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე მიმდინარეობა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებმა, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროებმა, ტურისტულმა სააგენტოებმა და ტურ ოპერატორებმა. ასევე, ღონისძიებების და ფესტივალების, რესტორნების და საკვები ობიექტების, სერვისის მიმწოდებლებმა, ღვინის კომპანიებმა, მოგზაურმა ფოტოგრაფებმა, გასართობმა და ბიზნეს ობიექტებმა. ნომინანტების შეფასების პროცესი გაყოფილი იყო ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე - მიმდინარეობდა ონლაინ ხმის მიცემა, პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები შეაფასა - კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო საერთაშორისო და ქართველი, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან. მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისთვის, ჟიურის შეფასება და ონლაინ ხმები თითოეული ნომინანტისთვის დაითვალა და შეაჯამა პროექტის დამოუკიდებელმა აუდიტორმა „ბიდიო საქართველო"-მ, შესაბმისად გამოავლინა ფინალისტები და გამარჯვებულები თითოეულ ნომინაციაში.  


"Welcome to Georgia"-ს გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია, 2 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში" გაიმართება. ცერემონიას დაესწრებიან, როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის, ასევე საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner