რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რატიფიკაციის კანონს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ.
„რატიფიცირებულ იქნას კანონი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ", - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.