logo_geo
eng_logo
გიზო ჟორდანია ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს
- +

22 ნოემბერი. 2016. 18:13



ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწფო თეატრში რეჟისორ გიზო ჟორდანიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. საქართველოს დამსახურებული არტისტს პატივი ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ, მსახიობებმა, რეჟისორებმა, მომღერლებმა, კულტურის სხვადასხდვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს.


სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ რეჟისორი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.  გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში უკურნებელი სენით გარდაიცვალა. გიზო ჟორდანია არაერთი ჯილდოს მფლობელი და პრემიის ლაურეატია. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. განსაკუთრებულია მისი როლი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის განვითარებაში. გიზო ჟორდანიამ 100-ზე მეტი სპექტაკლი დადგა. რეჟისორი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner