logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: „პატრიოტთა ალიანსის“ შესვლა პარლამენტში აშკარად ხაზგასასმელია
- +

22 ნოემბერი. 2016. 18:26



მედია-კავშირ „ობიექტივის" ეთერში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა ახალი პოლიტიკური ვითარების შესახებ საუბრობს.

 

„ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობაა დამდგარი და ახლა საჭიროა ჯანსაღი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბება, რომლებსაც  სათავეში სუფთა წარსულის მქონე კომპეტენტური ადამიანები ჩაუდგებიან", - აღნიშნა გოგავამ.

 

მან „პატრიოტთა ალიანსის" შესახებაც გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ კარგი იქნება თუ ეს პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" მეორე ადგილიდან ჩამოაჩოჩებს.

 

„პატრიოტთა ალიანსის" შესვლა პარლამენტში აშკარად ხაზგასასმელია. ამ პოლიტიკურმა ძალამ, სულ რაღაც ორი-სამი წლის განმავლობაში, ბევრი სხვა პარტია ჩამოიტოვა და პარლამენტში შევიდა. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კი, უნდა ვნახოთ, მოახერხებს თუ არა ეს პარტია მასობრივი პარტიის ფორმის მიღებას. ეს უკვე მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner