logo_geo
eng_logo
ერდოღანი: თურქეთის შეიარაღებული ძალები კვლავ გიულენის მხარდამჭერია
- +

22 ნოემბერი. 2016. 19:45



როგორც სააგენტო Reuters იტყობინება, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავი ორგანოები სასულიერო ლიდერის ფეთჰულაჰ გიულენის მხარდამჭერები არიან.


ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მტრების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს, რადგან „ნეიტრალური ბოლო ტერორისტი არ არსებობს".



„ეს მიწა მოწამეების სისხლითაა გაჟღენთილი, ჩვენს ქვეყანაში მათთვის ადგილი არ არის, ვინც საკუთარი სული სეპარატისტული ორგანიზაციის ან ნებისმიერ სხვა აკრძალული დაჯგუფებისთვის გაყიდა", - განაცხადა ერდოღანმა.


ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ისლამური სასულიერო პირის ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაცია „ფეტო" (Feto), რომელსაც ანკარა მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჰილარი კლინტონს აფინანსებდა.

 

„რა ფინანსური წყაროებით ფინანსდებოდა მისი საარჩევნო კამპანია? „ფეტო", რომელსაც თურქეთში ვებრძვით, ერთ-ერთი სტრუქტურა იყო, რომელსაც აშშ-ს დემოკრატიული პარტიიდან მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა ", - განაცხადა ერდოღანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner