„ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის ვინმე მოსაწონი რომ იყოს უფრო სახიფათოა, ვიდრე დასაწუნი. შესაბამისად მწვავე რამდენიმე დღეს ველი. თუმცა იმედი მაქვს რომ კონსტრუქციული იქნება",- ამის შესახებ განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება არ აპირებს ერთ ხმად გადაწყვეტილებების მიღებას და კონსტრუქციული მუშაობა იქნება.
„ჩვენი უმრავლეობის იმედი მაქვს, რომ პარლამენტში მკვეთრად იქნება გამოხატული მხარდაჭერაც და მიმართულებაც. ვაპირებთ, რომ ამ წლების განმავლობაში ვიმუშაოთ არა ერთ ხმად, არამედ კონსტრუქციულად",- განაცხადა ჯეჯელავამ.