logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: შალვა ნათელაშვილი შემოდგომის ბუზივით იკბინება!
- +

22 ნოემბერი. 2016. 20:35



ჟურნალისტი შალვა რამიშვილი გადაცემა „რენტგენში" „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს  შალვა ნათელაშვილს მიმართავს:


„ბატონი შალვა ნათელაშვილი, მჭექარე და მგზნებარე ადამიანი სასამართლოში მიჩივის. მედავება, რომ გავავრცელე მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია. მოითხოვს, რომ გადაცემა „აკრედიტაციის გარეშეში" ბოდიში მოვუხადო. იმისთვის, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს ორი რამ არის საჭირო. პირველი, უნდა მცოდნოდა, რომ ტყუილ ინფორმაციას ვავრცელებ და ამ ინფორმაციას ზიანი უნდა მიეყენებინა ბატონი შალვასთვის.

 

ნათელაშვილის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციას მე კი არა ვერავინ ვერ მიაყენებს ზიანს, იმიტომ რომ რაც არ არსებობს იმას ვერ დააზიანებ. ვთქვათ და აქვს, მაგრამ რით დავაზიანე ეს უკანასკნელები? იმით, რომ ვარაუდი გამოითქვა ბატონი შალვა მევახშეაო? ანუ, ბატონი შალვა ანხორციელებს კანონით ნებადართულ საქმიანობას. ეს ბატონმა შალვამ მიიღო შეურაცყოფად. მაშ რა გამოდის, 10 ათასობით ჩვენი მოქალაქე, ფინანსური ინსტიტუტები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ყველანი ღირსება აყრილი ადამიანები არიან?

 

აი თუნდაც, მამუკა ხაზარაძე „თი ბი სი" ბანკის უფროსი, ცხენზეც ჯირითობს, მრერის, კარგი მამულიშვილია, ეკლესიაშიც დადის და რადგან ბანკში მუშაობს რა არ აქვს ღირსება? ბატონო შალვა აი ასეთ ადამიანებს ებრძვით თქვენ ბიუჯეტშიც ფული რომ შეაქვთ და ქველმოქმედებასაც, რომ ეწევიან. თან მეც მერჩით, იმიტომ რომ ვიღაცამ რაღაცა თქვა. თქვენ მასე იმდენი რაღაც გაქვთ ნათქვამი იცით? მოკლედ, ჩემი ბოდიში გიდევთ ჯიბეში. ეხლა ვფიქრობ იმაზე, რომ რაღაც სიაფანდ მიზეზზე ვიხდი ბოდიშს, ამიტომ მართლა სერიოზული საბოდიშო რომ მქონდეს დავამატებ:

 

ბატონო შალვა, თქვენ ბრძანდებით ხმების გამყიდველი! უნიჭო დემაგოგი, მატყუარა! ხალხის გაჭირვებაზე სპეკულაციებით დაკავებული! ხარბი, წუწკი! თქვენი სოფლის მაშტაბის ფეოდალუკა, რომელიც ახლა ხვდება, რომ პოლიტიკურად უნდა „დაიბრიდოს" და შემოდგომის ბუზივით იკბინება!

 

აი, ბატონო შალვა მეც მოვიოხე გული და ახლა, მოგიხდით ამ ყველაფერზე ბოდიშს. ბალიშის ქვეშ შეიდეთ ეს ბოდიში და პატიოსნად გააგრძელეთ ძილი",- განაცხადა რამიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner