„ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ს მიმართავს:
„ვუყურებ „რუსთავი 2"-ის დაცვის ისტორიას და კადრშიც არ ვჩანვარ. პასუხი ვიცი - ბოკერიას განკარგულებაა ჩემი ეკრანიდან მოხსნა. ვერ მაპატია მიშას დაცვა.
მე არ მოვალ თქვენს დასაცავად აქციაზე - მე ვიცავდი დამოუკიდებელ მედიას და ახლა უკვე აბსოლუტურად სულერთია, ბოკერია გააკონტროლებს ამ ტელევიზიას თუ ხალვაში, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმს მეძახის დღემდე.
ნოდარ მელაძე, დიდი მადლობა!
და თქვენ, ჩემო მეგობრებო „რუსთავი 2"-დან, თავის მართლებას ნუ დაიწყებთ - მინდა, თქვენი პატივისცემა შევინარჩუნო!
P.შ. დავწერე, წავშალე, ბოლოს მაინც დავწერე", - წერს კილაძე.