logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: 26 მაისის საქმეში სააკაშვილის ბრალეულობა დღემდე არ არის გამოძიებული!
- +

21 მარტი. 2016. 21:13


ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში არეულობა და სხვადასხვა თემაზე საზოგადოების დაპირისპირება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ.


როგორც გადაცემა „იმედის დროში" გიორგი მამაცაშვილმა განაცხადა, დღეს საქართველოში ყველაფერ ეროვნულზე ძლიერი შეტევა მიმდინარეობს, საბოლოო მიზანი კი საზოგადოების დაპირისპირება და ქვეყნის დესტაბილიზაციაა.

 

„სწორედ იმ ძალებს სჭირდებათ, ვისაც ქაოსი და არეულობა უნდა დღეს საქართველოში. სწორედ იმ ძალებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ საქართველო არ მოექცეს იმ ელემენტარული ტრადიციული და მენტალიტეტის გავლენის ქვეშ, რომელშიც წლებია და საუკუნეებია მოვდივართ.

 

ეს ყველაფერი აწყობს იმ ძალას, რომელი ძალის დამსახურებითაც ათეულობით ჭრილობა მქონდა მე, როგორც ჟურნალისტს, მხრებზე. სწორედ 26 მაისის მსხვერპლი ვარ და სხვათაშორის, როდესაც გამოძიებაზე მიდგება საქმე, იმავე თემაზე, დღემდე არ არის გამოძიებული მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა ამ საქმეში. ის არის უბედურება, რომ რიგით ადამიანებზე უნდათ ყველაფრის გადატეხვა და ის დამგეგმავები, ის შემქმნელები ამ სიბინძურის და იდეოლოგიისა, დღესაც მორალს გვიკითხავენ ტელეეთერებიდან და გაზეთის ფურცლებიდან.

 

შევიტან სასამართლოში სარჩელს და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ცილისწამებით და შანტაჟით ცდილობს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას", - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner