logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის სესიაზე თურქეთთან მოლაპარაკების შეჩერება მოითხოვეს
- +

22 ნოემბერი. 2016. 22:24


 

„თურქეთის ხელისუფლების რეპრესიული ქმედებების გამო, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდეს",- ამ წინადადებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე თურქეთთან დაკავშირებულ დებატებზე ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ელმარ ბროკი გამოვიდა. მან შეურაცხმყოფელი უწოდა თურქეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ ევროკავშირი ტერორიზმს უჭერს მხრას.


„მოდით, შევწყვიტოთ მოლაპარაკებები", - განაცხადა ბროკმა.


ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ, თავის მხრივ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შეწყვეტის შემთხვევაში, ორივე მხარე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი თქმით, ევროკავშირი ამის შედეგად, თანამშრომლობის მნიშვნელოვან არხს, თურქეთი კი ძალიან ბევრს დაკარგავს. მოგერინიმ აქვე მიანიშნა, რომ სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებული რიტორიკიდან საქმეზე გადასვლა იქნება იმის სიგნალი, რომ თურქეთს არ სურს ევროპული ოჯახის წევრობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner