logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: „ვეფხისტყაოსანს“თუ ავირჩევთ გასაკრიტიკებლად, რა თქმა უნდა, შევცდებით!
- +

22 ნოემბერი. 2016. 22:33



„ჩემი რამდენიმე მოსაზრება საზოგადოებისთვის დასაწუნი იყოს, ზოგი მოსაწონი. ჩემი მოვალეობა, სწორედ ეს არის რომ მივხვდე რა უნდა საზოგადოებას, საით მიდის და იმას მივყვე",-  ამის შესახებ განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა. ჯეჯელავ ასე ისაუბრა, თავის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სკოლებში საზეპიროებს შეეხებოდა და აღნიშნა, რომ ზეპირობა არ გაქრება, რადგან ლიტერატურაში, მუსიკაში ის ყოველთვის დარჩება.


„საზეპირო როგორც კი ვთქვი, ხალხმა ლექსი და სიმრერა წარმოიდგინა. არავინ წარმოიდგინა მდინარის შენაკადების რაოდენობა, ნივთიერების მოლური მასები, ფორმულების დაზეპირება და ა.შ. ვამბობთ, რომ გვაქვს სკოლა, რომელიც სავსეა საზეპიროებით და თუ „ვეფხისტყაოსანს" ავირჩევთ გასაკრიტიკებლად, რა თქმა უნდა შევცდებით. „ვეფხისტყაოსანი" არის ესთეტიკის მატარებელი.

 

არც სამსახურში, არც უმაღლესში საზეპიროები არსად აღარ დარჩა, გარდა სკოლის, რადგან ეს არის არქაული გადმონაშთი რარაც სისტემების.

 

ზეპირობა არ გაქრება, იმიტომ რომ ესთეტიკური საზეპირო, რომელშიც სილამაზეა, ლიტერატურას ვგულისხმობ ან მუსიკას ზეპირობა იქ ყოველთვის დარჩება",- განაცხადა ჯეჯელავამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner