სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში, 23 ნოემბერს ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ყინვა იქნება.
ტემპერატურა ღამით -3-მდე დაეცემა, ხოლო დღისით 0 და +1 გრადუსი იქნება. ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, მოთოვოს.
დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის ძლიერი ქარი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
24 ნოემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა 10-დან 12 გრადუსამდე მოიმატებს.