logo_geo
eng_logo
23 ნოემბერს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი
- +

22 ნოემბერი. 2016. 23:04



სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში, 23 ნოემბერს ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ყინვა იქნება.


ტემპერატურა ღამით -3-მდე დაეცემა, ხოლო დღისით 0 და +1 გრადუსი იქნება. ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, მოთოვოს.


დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის ძლიერი ქარი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


24 ნოემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა 10-დან 12 გრადუსამდე მოიმატებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner