ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ევროპაში კვლავ არსებობს ტერაქტების მაღალი საფრთხე. როგორც ცნობილია, ისლამური სახელმწიფო, ალ-ქაიდა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, თავდასხმებს ევროპის ქვეყნებში, შობა-ახალი წლის პერიოდში გეგმავენ.
ოფიციალური ვაშინგტონი შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებენ, ევროპაში გადაადგილებისას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოჩინონ, რადგან ტერორისტებმა შესაძლოა, როგორც ტრადიციული, ასევე, ახალი მეთოდებითაც იმოქმედონ.