logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოთიშვას არავინ აპირებს
- +

22 ნოემბერი. 2016. 23:37



უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.  როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მუშაობის ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციები ჩატარდება და ეს კონსულტაციები მათ შორის, პრეზიდენტთან გაიმართება.


„შემთხვევითი  არ არის, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე კონსტიტუციონალისტი და სამართლის დოქტორია. ეს არის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროს ჩართული იყო როგორც აკადემიურ საქმიანობაში, ასევე კანონშემოქმედებით პროცესში და კონსტიტუციის დღევანდელ მოცემულობასთან დაკავშირებით მას ძალიან ზუსტი ხედვა აქვს. დამიჯერეთ, ამ პროცესიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოთიშვას არავინ აპირებს. პროცესიდან გამოთიშული არ იქნება არცერთი კვალიფიციური, დაინტერესებული მხარე.  ჩვენთვის მთავარია, პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები დაკმაყოფილდეს. ის ფორმატი კი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით, ამის საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner