logo_geo
eng_logo
პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას ჩამოაშორა
- +

23 ნოემბერი. 2016. 01:05



,,ვერსიის'' კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პაატა ბურჭულაძე მახათას მთაზე მიმდინარე ტაძრისმშენებლობას ჩამოაშორა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უწმინდესმა მსოფლიობანი საპატრიარქოში დაიბარა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისადა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის პროცესში რაიმე ტიპის მონაწილეობაკატეგორიულად აუკრძალა. რა გახდა ამის მიზეზი - პოლიტიკა თუ ფინანსები, ამაზეჯერჯერობით არც ერთი მხარე არ საუბრობს. საპატრიარქოში აცხადებენ, რომპოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდანვე, მსოფლიო ბანი ტაძრის მშენებლობის პროცესს, ისედაც,ლოგიკურად ჩამოშორდა ანუ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბურჭულაძის პოლიტიკური ამბიციებია, თუმცა,,ვერსიას'' კონფიდენტი წყარო სხვა ვერსიაზეც ესაუბრება - მისი თქმით, პატრიარქის ამ გადაწყვეტილების მიზეზი მახათასმთაზე ტაძრის მშენებლობისთვის განკუთვნილი ფინანსებია, რომლის ნაწილიც გაპოლიტიკოსებულმა ბანმა წინასაარჩევნოკამპანიისთვის გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ბურჭულაძესა და მის პარტიას დავალიანება 2016 წლის საპარლამენტოარჩევნების პერიოდში, უხვად დაუგროვდა და როგორც ,,ვერსიის'' წყარო ამტკიცებს, მისი ,,გაუჩინარების'' მიზეზიც სწორედესაა. ჩვენთვის ისიც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ, უწმინდესი განცხადებას გაავრცელებს დაარაა გამორიცხული, ყველაფერს ფარდა აეხადოს, მანამდე კი ,,ვერსია'' შეეცადა, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაგადაემოწმებინა და ისიც გაერკვია, სად არის ამჟამად ბურჭულაძე ან აპირებს თუ არა მომავალში პოლიტიკურ აქტიურობას:






ინფორმაციის გადასამოწმებლად, თავდაპირველად, საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსს, მამა დავით შარაშენიძეს დავუკავშირდით. იგი მოკლე პასუხით შემოიფარგლა - არანაირ ინფორმაციას არ ვფლობო, გვითხრა და ტელეფონი გათიშა. მოგვიანებით, საპატრიარქოს წარმომადგენელს ვესაუბრეთ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა განგვიმარტა:,,როცაპაატა ბურჭულაძემ გააკეთა განცხადება ახალი პარტიის ,,სახელმწიფო ხალხისთვის'' შექმნის შესახებ, იურიდიულადავტომატურად გაემიჯნა ორივე ფონდს - ,,იავნანასა'' და ,,ივერიას''. 17 დეკემბერს დიდი ღონისძიება იგეგმება მახათას მთაზე,მანამდე საპატრიარქო გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობისთვის, თანხებსადამიანები და ორგანიზაციები საბანკო ანგარიშზე რიცხავენ, ხელზე ფულის აღება არ ხდება, საბანკო შემოსავალსაკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო და თანხა მიზანმიმართულად იხარჯება. პაატა ბურჭულაძეს ამ ფინანსებთან შეხება არაქვს''.



გახდა თუ არა ფინანსები პატრიარქის გადაწყვეტილების მიზეზი, დრო გვიჩვენებს, ის კი ნამდვილად ცნობილია, რომ ზოგადად ფული, პაატა ბურჭულაძეს და მის პარტიას ,,აქილევსის ქუსლად'' ექცა - პარტიას არაერთი პიროვნების დავალიანება აქვს, რასაც ბურჭულაძის თანამებრძოლებიც ადასტურებენ. სხვათა შორის, ,,ვერსიის'' ინფორმაციით, ბურჭულაძე სწორედ ამ ,,ვალს'' გაექცა და თანაც ისე შორს - ქვეყანა დატოვა. ,,ვერსიის'' წყაროს ინფორმაციით, ულიდეროდ დარჩენილ პარტიაში ფინანსურ პრობლემებს, ოფისიდან ინვენტარისა და ნივთების გაყიდვით ,,ებრძვიან'' - არც ისე დიდი ხნის წინ გვითხრეს, ,,სახელმწიფო ხალხისთვის'' ოფისიდან მაგიდებს, სკამებს, კომპიუტერებს, პრინტერებს და ქოთნით ყვავილებსაც კი ყიდიანო. ამ ინფორმაციების გადასამოწმებლად და იმის გასარკვევად, სად არის ბურჭულაძე, რომელიც არჩევნების შემდეგ დაგვპირდა, ორ კვირაში ახალ სამოქმედო გეგმას გაგაცნობთო, ,,ვერსია'' პარტიის წარმომადგენელს, ტარიელ ჭულუხაძეს დაუკავშირდა:



- ბატონო ტარიელ, პარტიაში დღეს რა ვითარებაა?



- ისევ რებრენდინგის პროცესში ვართ. ალბათ, მალე დასრულდება ეს პროცესი და საჯარო განცხადებას გავაკეთებთ. ვალაგებთ ყველაფერს. უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ იმ გამოწვევებს, რაც პარტიას ჰქონდა და შემდეგ, ყველაფერს გავაგებინებთ საზოგადოებას.


 

- „ვერსიის'' ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე ქვეყნიდან წავიდა. სად არის ამჟამად მსოფლიო ბანი და პარტიის წევრებთან თუაქვს ურთიერთობა?



- რამდენიმე დღით იყო საზღვარგარეთ წასული. 14 ნოემბერს ჩამოვიდა საქართველოში და ჩვეულებრივ, პარტიის თავმჯდომარეა.


 

- ადასტურებთ, რომ პარტიას ფინანსური დავალიანებები აქვს?



- ვაღიარებთ, პარტიას აქვს დავალიანებები, რასაც აუცილებლად გავისტუმრებთ.



- როგორ გაისტუმრებთ? მართალია, რომ პარტიის ოფისიდან ტექნიკა და საოფისე ინვენტარი იყიდება?



- სწორედ იმაზე ვმუშაობთ, რესურსები მოვიძიოთ. რაც შეეხება, ოფისიდან ინვენტარისა და ნივთების გაყიდვას, დიახ, გავრცელდა ეს ინფორმაცია. მოვიდა კიდეც რამდენიმე ადამიანი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ იყიდება. თავისთავად არის რაღაც ინვენტარი, რაც გაიყიდება, მაგრამ ეს ოფიციალურად გაკეთდება, ტენდერი გამოცხადდება.


 

- თუ პარტია ისევ აპირებს ფუნქციონირებას, საოფისე ინვენტარს რატომ ყიდით?



- უბრალოდ, არის გარკვეული ნივთები, რაც არ იქნება საჭირო პარტიისთვის. შესაძლოა, იმ რაოდენობის ოფისი, რაც დღეს გვაქვს საქართველოში, აღარ დაგვჭირდეს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ გავერკვეთ, რა გვჭირდება და რა - არა. ამ ნივთებს ხომ არ გადავყრით? გამოვაცხადებთ ტენდერს და გავყიდით.


 

- პარლამენტსგარეთ დარჩენილი პარტიები გაერთიანებებს ქმნიან. თქვენი პარტია რომელიმე მათგანში შესაძლოა ვიხილოთ?



- არა, ჯერჯერობით მხოლოდ პარტიის შიდასამუშაოები მიმდინარეობს და ასეთ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობთ.


 

- უკვე გააანალიზეთ, პარტიამ ასეთი კრახი რატომ განიცადა?



- როგორც კი დამთავრდება პარტიის რეორგანიზაცია, ამ ყველაფერზე საჯაროდ გავაკეთებთ განცხადებას.

 

 

- პაატა ბურჭულაძის მიმართ საჩივარი ხომ არ შემოსულა რომელიმე დაზარალებულის მხრიდან?



- პირადად, პაატა ბურჭულაძის მიმართ ვერანაირად ვერ შემოვა საჩივარი. თუ რაიმე დავალიანება გვაქვს, პარტიისაა. ჩვენ ვაღიარებთ ამ დავალიანებებს და ვამბობთ, რომ ყველა ვალს გავისტუმრებთ.


 

- ,,ვერსიის'' ინფორმაციით, პატრიარქმა პაატა ბურჭულაძე მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას ფინანსების გამო ჩამოაშორა.ადასტურებთ ამ ინფორმაციას?



- პირველად მესმის მსგავსი რამ. სავარაუდოდ, ჭორი იქნება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner