საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება რევაზ გაჩეჩილაძის სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დღეს გამოსცა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რევაზ გაჩეჩილაძეს შეხვდა და წარმატებები უსურვა.
რევაზ გაჩეჩილაძე სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, სომხეთის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.
რევაზ გაჩეჩილაძეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1998 წელს მიენიჭა.