logo_geo
eng_logo
„გიორგის უკვე ყველაფერი ექნება რაც სჭირდებოდა! ყველასთან ცრემლიანი მადლობა დამაბარა“
- +

23 ნოემბერი. 2016. 02:03



სცენარისტმა აკა სინჯიკაშვილმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომ გიორგი ჩერქეზიშვილი რომელიც გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში ცხოვრობს,  56 წლის შშმ პირია და ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად, გაუსაძლის სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაც უწევს.


სინჯიკაშვილმა გიორგი ჩერქეზიშვილის დახმარება გადაწყვიტა, რომლის მთავარი მოწოდებაც იყო, რომ  სახელმწიფოს დახმარების ლოდინის ნაცვლად - „ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს". აღნიშნულმა მოწოდებამ შედეგი გამოიღო და სინჯიკაშვილი facebook-ზე წერს:


„გიორგიც გავაცინეთ ნატანებში. უკვე ყველაფერი ექნება რაც სჭირდებოდა: საჭმელი, სასმელი, სიგარეტი, ტანსაცმელი, ტელევიზორი, მაცივარი, სულ ახალი ეტლი და კიდევ წვრილი ნივთები. ეხმარებიან მეზობლები ყველაფერში.

 

მოვიტანეთ სახლის სარემონტოდ ყველანაირი მასალა და მუშაობაც დავცხეთ უკვე. ჩვენთან და ხელოსნებთან ერთად, მეზობელი ბიჭებიც ჩვენნაირი მონდომებით გვეხმარებიან, ამათ ვენაცვალე მე.

 

სახლს შეუკეთდება სახურავი, გარემონტდება და ამ ზამთარს კი არა კიდევ ბევრი ზამთარს არ შესცივა გიორგის. თქვენთან სულ ყველასთან დამაბარა ძაან დიდი და ცრემლიანი მადლობა და კიდევ დამაბარა, რომ არცერთმა ადამიანმა არ დაკარგოთ იმედი, ვისაც გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ მარტო არავინ არ ხართ.

 

ამით არ დამთავრდება ყველაფერი და სულ მივაქცევთ ყურადღებას. ძაან მიყვარხართ",  - წერს აკა სინჯიკაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner