logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: თანამდებობა ჩემი მოწოდება არასოდეს ყოფილა
- +

23 ნოემბერი. 2016. 02:21



„2012 წელსვე მთავარ ამოცანად კარიერული წინსვლა რომ დამესახა და ამ მიმართულებით მიზანმიმართული ნაბიჯებიც გადამედგა, ვიცე-სპიკერობიდან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩებოდა",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი თანამდებობა არასდროს ყოფილა.


„პოსტი არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი. ჩემს ამა თუ იმ მაღალ თანამდებობაზე ყოფნას ყოველთვის გარკვეული გარემოება განაპირობებდა ­ 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირველი ვიცე­ სპიკერობა შემომთავაზა, ჩემთვის, როგორც პოლიტიკაში ახალფეხშედგმული ადამიანისთვის, დიდი გამოწვევა გახლდათ. შესაძლოა, გარკვეული ხარვეზი მქონდა და ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებასაც ვიღებდი, თუმცა ყოველთვის პრინციპების ერთგული ვიყავი და ჩემს მოვალეობას ერთადერთი სულისკვეთებით ვასრულებდი ­ მოქალაქეების ყოფა ყოფილიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე დღესაა. 2012 წელსვე მთავარ ამოცანად კარიერული წინსვლა რომ დამესახა და ამ მიმართულებით მიზანმიმართული ნაბიჯებიც გადამედგა, ვიცე-სპიკერობიდან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩებოდა. მე კი ეს არ გავაკეთე, რადგან თანამდებობა ჩემი მოწოდება არასოდეს ყოფილა. არავითარი წყენა არ მაქვს არავის მიმართ. არ მესმის, რატომ ატყდა მსგავსი აჟიოტაჟი",- განაცხადა კობახიძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner