რომის პაპმა ფრანცისკემ Instagram-ზე ანგარიში გახსნა.
პონტიფიკოსი თავის ციფრულ ტურნეს აგრძელებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს საკუთარ მუხლმოყრილ ფოტოს აღწერით - „ილოცეთ ჩემთვის", რაც 9 ენაზე წერია.
რომის პაპი პოსტში ამ გადაწყვეტილებას ხსნის, როგორც „ნაწილს ახალი მოგზაურობისა, რათა ვიარო თქვენთან ერთად, ღვთის მოწყალებისა და სათუთ ბილიკზე".
გამოქვეყნებიდან 45 წუთის მანძილზე, პაპის ფოტო 100 000-მა მომხმარებელმა გააზიარა.