logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება უკრაინაში?
- +

23 ნოემბერი. 2016. 11:14



„საქართველოს გადარჩენის მოძრაობის" ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი  საუბრობს  მიხეილ სააკაშვილის სამომავლო  გეგმებზე.


 უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს სახარბიელოდ არ აქვს საქმე. მიუხედავად ამისა, ის მაინც ცდილობს ახალი პარტიის შექმნას. ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან ექს-პრეზიდენტი გადააყენეს. თუმცა, თავად სააკაშვილმა საკუთარი ნებით წასვლის ხმაურიანი სცენა გაითამაშა. მთავრობის სხდომას, რომელმაც სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, თავად ოდესის გუბერნატორი არ დაასწრეს. სააკაშვილს საშვიც არ გამოუწერეს. არადა, ჯგუფთან ერთად იგი მთავრობის შენობის კართან იდგა და საშვებს მოითხოვდა. ამის დამადასტურებელი ფოტოებიც არსებობს უკრაინაში. სააკაშვილი აპირებდა, მთავრობის სხდომაზე მოეწყო ჩვეული სკანდალი, მაგრამ მას ამის ნება არ მისცეს. მანამდე ოდესის ოლქის ადმინისტრაციის შენობაში მან დესანტი, ანუ უკრაინაში წასული აქაურები შეკრიბა", -განაცხადა „ახალ თაობასთან" საუბარში მირიან მირიანაშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner