logo_geo
eng_logo
„ვიდრე არ ჩამოიყვანენ მას, უკრაინაში რომ დაეხეტება და არ წარსდგება სასამართლოს წინაშე, არავინ იქნება დაცული“
- +

23 ნოემბერი. 2016. 11:15



„ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი „იბერიის" პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ ელისო კილაძეს დაუპირისპირდა. გადაცემა „პრიორიტეტებში" საუბარი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიებას შეეხებოდა. მალხაზ გულაშვილმა კითხვით მიმართა „ქრონიკა +"-ის რედაქტორს ელისო კილაძეს, რომელიც ცალსახად ამტკიცებდა, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური ინტერესი იყო. მალხაზ გულაშვილის კითხვას - მთელი დანაშაულებრივი ჯაჭვი, ჩაწერა, გავრცელება... თუნდაც ახლანდელი გავრცელება სააკაშვილის გარეშე ხდებოდა? - ელისო კილაძის რეპლიკა მოჰყვა: თქვენ ყოველთვის ხელისუფლების მხარეს ხართო.


ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს, არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები, რისთვის უნდა სჭირდებოდეს სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება? მე რატომ ვარ ხელისუფლების მხარეს? ისე, ნამდვილად ვერ ვიქნები სააკაშვილის და იმ სექტანტების მხარეს, მე ვის მხარესა ვარ, საზოგადოებამ კარგად იცის. მე ვარ ობიექტური ჟურნალისტი, თქვენგანგან განსხვავებით, რომელიც სააკაშვილს ღიად უჭერს მხარს", - უპასუხა მალხაზ გულაშვილმა.


გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დაცულია თუ არა საზოგადოება და ადამიანი ასეთი ფაქტებისგან? - მალხაზ გულაშვილმა უპასუხა: - პირველ რიგში, უნდა მოხდეს იმ ხალხის იდენტიფიკაცია, ვინც წლების განმავლობაში ნიღბით თუ უნიღბოდ ხალხს აწამებდა. ის, რაც გადმოცემულია „ჰეროკრატიაში", ეს არის შერბიებული  ფორმნაჩვენები. არ მესმის არც სუს-ის და არც შსს-განცხადება თუ ქმედება, როცა ასეთ ადამიანებს აწინაურებენ და გამართლებას ცდილობენ. პრემიერმა ახლახან განაცხადა, ჩვენ ძალოვან სტრუქტურებს არ ვეხებითო.მიმაჩნია, რომ სწორედ ძალოვან სტრუქტურებს სკურპულოზურად სჭირდება შესწავლა. მათი, ვინც დარბევებში, წამებაში და სხვა დანაშაულში მონაწილეობდნენ, ყველას ლუსტრაცია უნდა მოხდეს. მათ ერთხელ უკანონო ბრძანებები შეასრულეს და ხვალმზად იქნებიან ამისთვის, თუ საჭირო გახდა. თუმცა, ეს ერთი ნაწილია საქმის, მთავარი სხვა არის: როგორც იტყვიან, დრონი მეფობენ და არა მეფენი. ორი დღის წინ ყველამ ნახა რუსთავი-2"-ზე ვანოს შოუ" და გიჟი მიშა მოფრინავდა"... ადრე მას იცავდნენ, ახლა იცვლება მათი ღირებულებები და ელისო კილაძემ ისიც თქვა, მიშაც დამნაშავეაო. ხვალ რა პროცესები წავა, არ ვიცით. ვიდრე ამ ყველაფრის შემოქმედს, რომელიც ახლა უკრაინაში დაეხეტება, არ ჩამოიყვანენ და არ წარსდგება სასამართლოს წინაშე, მანამდე ამ ბნელით მოცულ საქმეებს, მოსმენებს, ვიდეოებს, არ მოეფინება ნათელი და არც არავინ იქნება დაცული.უკრაინაშიც ისე მიდის პროცესები, რომ დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება", - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner